Saturday, December 27, 2008

რეალიზმი


რეალიზმი ხელოვნებასა და ლიტერატურაში გამოიხატება საგანთა და მოვლენათა აღწერაში მათი პირდაპირი მნიშვნელობით, შეულამაზებლად ან ინტერპრეტაციის გარეშე. რეალიზმი ასევე შუა მე-19 საუკუნის კულტურული მიმდინარეობა იყო, რომელსაც დასაბამი საფრანგეთში დაედო.

                                    კულტურული მიმდინარეობა

რეალიზმი ხელოვნებაში პირველად ქალაქ ლოთალში (ამჟამად ინდოეთის ტერიტორიაზე) გაჩნდა, დაახ. ძვ.წ. 2400 წლებისთვის. ვიზუალურ ხელოვნებასა და ლიტერატურაში რეალიზმი უფრო ყოვლისმომცველი კულტურული მიმდინარეობა გახდა საფრანგეთში, როგორც რეაქცია მე-19 საუკუნის შუა წლების რომანტიციზმის იდეალიზმზე, რომელიც ვითარდებოდა სოციალური და პოლიტიკური რეფორმებისა და დემოკრატიზაციის მოთხოვნათა კულტურული კლიმატის ფონზე. ის გაბატონებული ხელოვნების ფორმა საფრანგეთში, ინგლისსა და აშშ-ში დაახ. 1840-80 წლებში გახდა.

                        
               მხატვრობა

რეალისტები ცდილობდნენ ყოველდღიურ ხასიათთა, სიტუაციების, დილემებისა და მოვლენების აღწერას "აკურატული" (ან რეალისტური) მანერით. ის ეწინააღმდეგებოდა რომანტიციზმს, რომელიც საგნებსა თუ მოვლენებს იდეალისტურად უდგებოდა. რეალისტები უკუაგდებდნენ თეატრალურ დრამასა და ხელოვნების კლასიკურ ფორმებს, რათა გამოეხატათ უფრო საყოველთაო ან "რეალისტური" თემები. ამასთან რეალისტები ეყრდნობოდნენ მეცნიერულ ფაქტებს და ბუნებასა და ცხოვრებას მათ ირგვლივ. ამ პერიოდში მოღვაწე ფრანგი პეიზაჟისტების ჯგუფი, რომელთა შთაგონების საგანი ბუნებისგან შექმნილი ხელოვნება იყო ბარბიზონის სკოლად იწოდებოდა. ასევე აღსანიშნავია, პრე-რაფაელიტთა საძმო, რომლებიც განადიდებდნენ რაფაელამდე არსებულ ხელოვნებას (რაფაელის პერიოდში ხელოვნება საკმაოდ გაიდეალიზებული იყო).

მნიშვნელოვან რეალისტთა შორის არიან:

კარლ ბრიულოვი 
კამილ კორო 
ილია რეპინი 
გუსტავ კურბე 
ონორე დომიე 
ედგარ დეგა (მოგვიანებით იმპრესიონისტი) 
მანე ედუარ 
ჟან-ფრანსუა მილე 
ალექსანდრ გიერიმსკი 
ნიკოლაი გე 

                                           კინემატოგრაფია

იტალიური ნეორეალიზმი იყო კინემატოგრაფიული მიმდინარეობა რეალიზმის ელემენტებით, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იტალიაში განვითარდა. ცნობილ ნეორეალისტთა შორის იყვნენ ვიტორიო დე სიკა, ლუკინო ვისკონტი, და რობერტო როსელინი.

No comments:

Post a Comment