Sunday, December 28, 2008

კანის კინოფესტივალი


კანის საერთაშორისო კინოფესტივალი (ფრანგ. Festival international du film de Cannes) — ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი მსოფლიოში. პირველად ჩატარდა 1946 წლის 20 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე საკურორტო ქალაქ კანში საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე. მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება მაისის თვეში.

ყველაზე საპატიო პრიზი "ოქროს პალმის რტო" მიენიჭება საუკეთესო ფილმს. არსებობს სხვა ჯილდოებიც: გრან-პრი, ჯილდო საუკეთესო მსახიობ ქალსა და მამაკაცს, რეჟისორსა და სცენარისტს, ჟიურის პრიზი, "ოქროს პალმის რტო" მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის და "ოქროს კამერა" საუკეთესო დებიუტისთვის.

No comments:

Post a Comment