




ანიმე (იაპონ. アニメ) წარმოიშვა ინგლისური სიტყვისგან „Animation“ და იაპონურად ანიმაციას ნიშნავს. იაპონიის ფარგლებს გარეთ სიტყვა „ანიმე“ ჩვეულებრივ გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ იაპონიაში შექმნილი ანიმაციიის აღსანიშნავად.
სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმებისაგან განსხვავებით, რომლებიც უმეტესად ბავშვებისათვის არიან გათვლილნი, ანიმეს გააჩნია თემათა ფართო არჩევანი ყველა ასაკისათვის, რის გამოც მსოფლიოში მაღალი პოპულარობით სარგებლობს. მისი სიუჟეტები ძალიან მრავალფეროვანია, ისინი მოიცავენ თითქმის ყველა ჟანრს (მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია ფანტასტიკა და რომანტიკული კომედიები) და ხშირად დაფუძნებულები არიან რომელიმე წიგნის, იაპონური კომიქსის — მანგას ან კომპიუტერული თამაშის სიუჟეტზე. ანიმე ხშირად (მაგრამ არა აუცილებლად) გამოირჩევა პერსონაჟების მსოფლიოში მიღებულისაგან განსხვავებული ხატვის სტილით. ანიმეს მრავალ ფორმატში უშვებენ — როგორც სატელევიზიო სერიალების სახით, ასევე კინოთეატრებში საჩვენებლად და DVD დისკებზე გასავრცელებლად. პოპულარობის შემთხვევაში ხშირია ანიმეს შემდგომი ეკრანიზაცია ეგრე წოდებული „Live Action“-ის სახით.
ისტორიაანიმეს ისტორია იწყება მეოცე საუკუნის დასაწყისში, როცა იაპონელი რეჟისორები იწყებენ პირველ ექსპერიმენტებს დასავლეთიდან შემოტანილი ანიმაციის ხელოვნებასთან. [1] უძველესი დღეისთვის ცნობილი ანიმე შეიქმნა 1907 წელს, რომელიც მოკლე, სამ-წამიან, კლიპს წარმოადგენდა მეზღვაურ ბიჭზე.[2] ნელ-ნელა ეს ხელოვნება დიდ პოპულარობას იძენს იაპონიაში, რადგან შეზღუდული ბიუჯეტის, სასურველი გადსაღები მოედნების მიუწვდომელობის და დასავლური მსახიობების უყოლობის პირობებში, რეჟისორებს საკმაოდ უჭირდათ კინოფილმების გადაღება, რომელთა სიუჟეტი შეიცავდა რაიმეს იაპონიის ყოველდღიური ცხოვრების გარდა. ანიმაციის გამოყენებისას კი მხატვრებს და ანიმატორებს შეეძლოთ ნებიმიერი საჭირო სცენისა თუ პერსონაჟის შექმნა.[3]
თანამედროვე ანიმეს დამფუძნებლად ითვლება ოსამუ ტეძუკა (Osamu Tezuka), რომელიც ხშირად მოიხსენიება როგორც „ლეგენდა“ და „მანგას ღმერთი“. ის იყო პირველი, ვინც გამოიყენა დისნეის სტილი, რომელშიც არაპროპორციულად დიდი თვალების საშუალებით პერსონაჟის ემოციების გადმოცემა ხდება.[4]
წლების განმავლობაში ანიმეს სიუჟეტები, რომლებიც თავიდან ბავშვებზე იყო გათვლილი, იხვეწებოდა და მათში განხილული პრობლემები რთულდებოდა. გაჩნდა მოზარდებზე გათვლილი ანიმე, რომელიც ხშირად უფრო მოზრდილებშიც სარგებლობს პოპულარობით. განვითარებაში ანიმე ოდნავ ჩამორჩება მანგას, რომელიც მასზე რამდენიმე წლით ადრე გაჩნდა და იმ დროისთვის უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა იაპონიის მოსახლეობის ყველა ფენაში.
ამჟამად, ანიმე წარმოადგენს უნიკალურ კუტურულ ფენას, რომელშიც გაერთიანებულია როგორც ანიმე ბავშვებისათვის (ჟანრი კოდომო) — ანიმე მის პირველად ფორმაში, ასევე უფრო რთული და სერიოზული ნაწარმოები, რომლებიც გათვლილია ბევრად უფროს აუდიტორიაზე (ჟანრები: შიონენი — ანიმე ბიჭებისათვის და შოუჯო — ანიმე გოგოებისათვის). ცალკე ჟანრადაა გამოყოფილი ჰენტაი — პორნოგრაფიული ხასიათის ანიმაციური ფილმები, და მისი განხრები — იური და იაოი. რომლებიც მოგვითხრობენ (ხშირად ერთიკული ელემენტის გარეშეც) ურთიერთობებზე მამაკაცებსა და ქალების შორის შესაბამისად.
ტერმინოლოგია
ეტიმოლოგია (anime:con) — კატაკანათი დაწერილი იაპონური ტერმინია ანიმაციის აღსანიშნავად. ეს ინგლისური ენიდან აღებული სიტყვა „Animation“-ის პირდაპირი ტრანსლიტერაციაა. ხშირად იგი შემოკლებულად ჩაიწერება როგორც アニメ (anime), და რა თქმა უნდა, როგორც ყველა სხვა შემოკლება, ეს ვარიანტი იაპონიაში უფრო ხშირად გამოიყენება ვიდრე სიტყვის სრული ფორმა.
განსაზღვრება
ტერმინ „ანიმე“ს განსაზღვრება საკმაოდ ბუნდოვანია. იაპონიაში, მისი გამოყენება არ შემოიფარგლება რომელიმე სტილით თუ ადგილწარმოშობით და იგი ნებისმიერი ანიმირებული ფილმის აღსანიშნავად გამოიყენება. დანარჩენ მსოფლიოში ის უმთავრესად მხოლოდ იაპონური წარმოების ანიმაციური ფილმებზე ლაპარაკისას გამოიყენება, ის ფილმები კი, რომლებიც თავისი სტილისტიკით გვანან იაპონელი რეჟისორების ნაწარმოებს ხშირად მოიხსენიებიან როგორც „ანიმე-სტილის“ ფილმები.
საინფორმაციო მონაცემთა ბაზა AniDB სიტყვა „ანიმე“-ს ხსნის როგორც „იაპონური კომპანიის მიერ, იაპონური ბაზრისათვის შექმნილი პროფესიონალურად პროდიუსირებული ანიმირებული ფილმი“, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ ანიმეზე მუშაობისას იაპონელი რეჟისორები დასავლურ კომპანიებთან თანამშრომლობენ, და ასევე იმის, რომ უკანასკნელ დროს ბევრი ანიმე დასავლური ბაზარზეც გადის, ეს განსაზღვრებაც არც თუ ისე მართებულია.
სინონიმები
იმის გამო, რომ საქართველოში ანიმე-ფენდომმა სულ რამდენიმე წლის წინ დაიწყო ჩამოყალიბება, ქართულ ენაში იაპონური ანიმაციის აღსანიშნავად გამოიყენება მხოლოდ ერთი სიტყვა — „ანიმე“. მაგრამ მსოფლიოში, განსაკუთრებით 1970—1990 წლებში ხშირად გამოიყენებოდა ტერმინი „Japanimation“, რომელსაც აქამდე იყენებენ იაპონიაში ადგილობრივი წარმოების ანიმაციის აღსანიშნავად.
უკანასკნელ წლებში, განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში, ანიმე ხშირად მოიხსენიება როგორც „მანგა“. ამის შესაძლო მიზეზი არის ის, რომ იაპონიაში ტერმინი „მანგა“ შეიძლება იქნეს გამოყენებული როგორც ანიმირებული პრდუქციის, ასევე კომიქსის მიმართებაში, თუმცა დანარჩენ მსოფლიოში „მანგა“ ტრადიციულად „იაპონური კომიქსის“ მნიშვნელობით გამოიყენება. მეორე შესაძლო მიზეზია — ბრიტანულ და ამერიკულ ბაზარზე ანიმეს უმსხვილესი გამავრცელებლის, „Manga Entertainment“-ის დასახელება.
განმასხვავებელი ნიშნები
იაპონური ანიმაცია სხვა ქვეყნების ანიმაციისაგან პირველ რიგში სიუჟეტის ღრმა დამუშავებითა და შესრულების მაღალი ხარისხით განსხვავდება. ანიმეს უდიდესი ნაწილი იქმნება აუდიტორიის კონკრეტული ფენის მოთხოვნების გათვალისწინებით. დაყოფის კრიტერიუმებში შეიძლება შედიოდეს როგორც მაყურებლის სქესი და ასაკი, ასევე მისი ფსიქოლოგიური ტიპი. ამ გზით არჩეული მეტაჟანრი შემდგომში გავლენას ახდენს ნაწარმოების სიუჟეტზე, იდეებზე და შესრულების სტილზეც კი.
ხატვის სტილი
ანიმეს ხატვის სტილზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, იხსენებენ პერსონჟების არაპროპორციულად დიდ თვალებს. სინამდვილეში ანიმეს პერსონაჟების თვალები გამოირჩევიან არც ისე სიდიდით, როგორც დეტალიზაციით სახის სხვა ნაწილთან შედარებით. თვალებისაგან განსხვავებით, ცხვირი და პირი ტრადიციულად იხატება რამდენიმე ხაზის მეშვეობით, მაგრამ ხშირია გამონაკლისიც, მაგალითად ანიმე-ტრილერში „მონსტრი“ (Monster) გამოყენებულია პერსონაჟების „რეალისტური“ დიზაინი.
ანიმეს პერსონჟებს ხშირად აქვთ უჩვეულო ფერის თმები და ექსტრავაგანტული ვარცხნილობები. თავდაპირველად ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ მაყურებელს ადვილად შეეძლო გაერჩია რამდენიმე ერთმანეთის მსგავსად დახატული პერსონაჟი ერთმანეთისაგან, ამჟამად კი, როცა ხატვის ხარისხი შედარებით მაღალია და პერსონაჟები დამუშავებულია წვრილმან დეტალებამდე, ეს უფრო ტრადიციის საკითხია, ვიდრე საჭიროების. ამის გარდა, თმების ფერი ხშირად ასახავს პერსონაჟის ხასიათს და ფსიქოლოგიას. მაგალითად თმაწითელი პერსონაჟები ხშირად ცხარე ხასიათით გამოირჩევიან, ლურჯთმიანები კი — პირიქით. ღია ფერების თმები ასევე პერსონაჟის უცხოური წარმოშობის ნიშანი შეიძლება იყოს, რადგან იაპონელებს ძირითადათ მუქი თმები აქვთ. ემოციების
გადმოსაცემად ანიმეში ტრადიციული მეთოდების — სახის გამომეტყველების და ხმის ცვლილების გარდა გამოიყენება სხვა ხერხები, რომლებიც ხშირად ჰიპერტროფირებული და კომედიურია — მაგალითად, გაბრაზებულ პერსონაჟს შეიძლება თვალებში ცეცხლი აენთოს, სხვა პერსონაჟის სულელურ ან უდრო კითხვის ან მოქმედების საპასუხოდ თავის ზემოდ ან გვერდზე გაუჩნდეს ოფლის გიგანტური წვეთი (ეს ანიმეს ყველზე ცნობილ სტერეოტიპადაც კი იქცა), შოკირებული პერსონაჟი შეიძლება ქვად გადაიქცეს დ. ა. შ.
ცალკე აღსანიშნავია ხატვის სტილი რომელსაც „ჩიბი“-სტილი (იაპონ. ちび), ან SD-სტილი (Super Deformed — სუპერ-დეფორმირებული) ეწოდება. ამ სტილის გამოყენებისას პერსონაჟებს არაპროპორციული თავებით და განსაკუთრებით დიდი თვალებით ხატავენ. ეს ხატვის სტილი ხშირად კომედიურ სიტუაციებში გამოიყენება, როცა საჭიროა მოქმედების კომედიურობის და პაროდიულობის ხაზგასმა. თუმცა არსებობს ამ სტილში დახატული მთელი სერიალები, ამ შემთხვევაში „ჩიბი“-სტილი მოწოდებულია გამოიწვიოს მაყურებლის სიმპატია „თეთრ და ფუმფულა“ პერსონაჟების მიმართ.
მუსიკა და გახმოვანება
როგორც კინემატოგრაფიაში, ასევე ანიმეშიც ემოციების გადმოსაცემად და მაყურებელის ხასიათზე ზემოქმედებისათვის აქტიურად გამოიყენება ხმა და მუსიკა. ანიმეს ტრანსლაციის დასრულების შემდეგ აუცილებლად გამოიცემა ამ სერიალის საუნდტრეკები და ხშირად ისინი კონკურენციას უწევენ მომღერალთა ჩვეულებრივ მუსიკალურ ალბომებს. ამიტომ, ანიმესთვის სიმღერების შესასრულებლად და მუსიკის დასაწერად უმთავრესად ცნობილ ჯგუფებს და კომპოზიტორებს იწვევენ.
ფილმის (ან სერიის) დამწყები და დამასრულებელი სიმღერები ნაწარმოების „სავიზიტო ბარათია“ და მათ ჩვეულებრივ ცნობილი პოპ-მუსიკოსები და ჯგუფები ასრულებენ. ორივე კომპოზიცია ნაწარმოების განუყოფელი ნაწილია — დამწყების მიზანია შეუქმნას მაყურებელს შესაბამისი განწყობა სერიალის ყურებისათვის, აგრძნობინოს თუ რას უნდა ელოდოს სერიალისაგან. დამასრულებელი კომპოზიცია ხშირად დამწყებზე უფრო წყნარია, მისი მიზანი სერიის შედეგების შეჯამებაა.
ანიმეს საუნდტრეკებისათვის დამახსიათებელია ესეთი მოვლენა, როგორც „თემატური მუსიკა“ — როცა რაიმე მოვლენისას ან რომელიმე პერსონაჟის მოქმედებისას ისმის შესაბამისი მუსიკა. მაგალითად, მუსიკა რომელიც ისმის ბრძოლების განმავლობაში შეიძლება იყოფოდეს ბრძოლის ადგილმდებარეობის მიხედვით — თუ ბრძოლა მიმდინარეობს ტყეში — მუსიკა ერთია, თუ ქალაქში — მეორე. ან შეიძლება იყოფოდეს იმის მიხედვით, თუ რომელი პერონაჟი მონაწილეობს ბრძოლაში (ამის კარგი მაგალითია სერიალი „Mai HiME“ — მასში ყოველ პერსონაჟს აქვს თავისი საკუთარი თემა, რომლებიც ამ პერსონაჟების ბროლისას ისმის).
მსახიობები, რომლებიც ანიმეს ახმოვანებენ იაპნური სახელით „სეიუ“ არიან ცნობილები. სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, იაპონიაში ეს პროფესია საკმაოდ პოპულარულია და განვითარებული, რის გამოც ანიმეს გახმოვანება სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმების გახმოვანებასთან შედარებით მაღალი ხარისხით და პროგესიონალიზმით გამოირჩევა. ბევრი სეიუ ასევე ცნობილია ტავისი საესტრადო მოღვაწეობით, მაგალითად ერთ-ერთი პოპულარული სეიო, მაგუმი ჰაიასიბარა, რომელსაც ორმოცდაათზე მეტი ანიმე აქვს გახმოვანებული, იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელია, მსახიობი და რამდენიმე ცნობილი ფირმის „სახე“.
ჩვეულებრივი საუნდტრეკების გარდა, ხშირად გამოიცემა სპეციალური ალბომები, რომლებიც მაგალითად, ცალკეული პერსონაჟებისადმითაა მიძღვნილი — ამ ტიპის ალბომებში შედის რამდენიმე სიმრერა, რომლებსაც ამ პერსონაჟის გამხმოვანებელი სეიუ ასრულებს, რის შედეგადაც მსმენელს უჩნდება გრძნობა რომ სიმღერები პერსონაჟს ეკუთვნის. ამ შთაბეჭდილების გასაძლიერებლად სიმრერები ხშირად შერჩეულია პერსონაჟის ხასიათის და გემოვნების გათვალისწინებით. ასევე ამ დისკებზე შეიძლება იყოს ინტერვიუების პერსონაჟების სეიუებთან, პერსონაჟის მიერ წარმოთქმული მონოლოგები დ. ა. შ. ამის გარდა ხშირია აუდიო დამატებები სერიალისათვის — მოკლე რადიო-წარმოდგენები, სერიალის პერსონაჟების მონაწილეობით, რომელებიც ხშირად კომედიური ხასიათისაა და ნაწარმოების მთავარ სიუჟეტთან არაა დაკავშირებული.
სიუჟეტი და ჟანრები
ანიმე არსებობს ნებისმიერი ჟანრის, რომელიც კი შეიძლება შეგვხვდეს სხვა ნაწარმოებებში, იყოს ეს კომედია, დრამა სათავგადასავლო ჟანრი თუ ეროთიკა. ანიმეს უდიდესი ნაწილი შეიცავს რამდენიმე ჟანრის და თემატური ელემენტის ნარევს, რის გამოც მისი ზუსტი კლასიფიკაცია საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. პირველი შეხედულობით მსუბუქი, კომედიური სიუჟეტი შეიძლება მძიმე დრამაში გადაიზარდოს, და პირიქით, თითქმის ყველა ანიმეს ახასიათებს ის, რასაც ხშირად „კომედიის ელემენტებს“ უწოდებენ.
უმეტეს შემთხვევებში სხვადასხვა ჟანრები მაინც ახდენენ გავლენას სიუჟეტის მიმდინარეობაზე რაც კარგად ჩანს ე. წ. „შიონენ-ედვენჩერ“-ის (სათავგადასავლო ფილმი ბიჟებისათვის) მაგალითზე. ამ ჟანრის ნაწარმოები ძირითადათ შემდეგნაირად ვითარდება: ფილმის უდიდესი ნაწილის განმავლობაში მთავარი გმირი აგროვებს მეგობართა გუნდს, სწავლობს ბრძოლის ახალ ხერხებს და გზადაგზა წყვიტავს მცირე პრობლემებს, რათა საბოლოოდ დაამარცხოს ძლიერი და სახიფათო მოწინააღმდეგე. ამის შემდეგ სერიალი მთავდება, ან ჩნდება სხვა, უფრო ძლიერი მოწინააღნდეგე, რომლის დასამარცხებლად გმირს ყველაფრის თავიდან გამეორება უხდება. თითოეულ ასეთ ციკლს „არკა“ (ინგ. Arc) ეწოდება. ამ ჟანრის კლასიკურ მაგალითებად შეიძლება „ნარუტო“ (Naruto), ან „ბლიჩი“ (Bleach) მივიჩნიოთ.
ანიმე და მანგა ტრადიციულად კლასიფიცირდება შემდეგი კრიტერიუმებით, რომლებიც სხვა შემთხვევებში არ გამოიყენება:
აუდიტორიის მიხედვით
კოდომო (იაპ.子供, Kodomo) — ანიმე ბავშვებისათვის. მაგალითად: Pokemon, Doraemon.
სეინენ (იაპ.青年, Seinen) — ანიმე მამაკაცებისათვის. მაგალითად: Cowboy Bebop. Maison Ikkoku.
შიონენი (იაპ.少年, Shōnen) — ანიმე ბიჭებისათვის (12-დან 16-18 წლამდე). მაგალითად: Bleach, One Piece.
შოუჯო (იაპ.少女, Shōjo) — ანიმე გოგოებისათვის (12-დან 16-18 წლამდე). მაგალითად: Fruits Basket, Kare Kano.
ჯოსეი (იაპ.女性, Josei) — ანიმე ქალებისათვის. მაგალითად: NANA, Nodame Cantabilie.
თემატიკის მიხედვით
ბიშიონენი (იაპ.美少年, Bishōnen) — იაპონურად „ლამაზ ბიჭს“ ნიშნავს, და გამოიყენება შესაბამისი პერსონაჟების მქონე ანიმეების დასამახასიათებლად. მაგალითად: Fushigi Yūgi, Trinity Blood.
ბიშოუჯო (იაპ.美少女, Bishōjo) — იაპონურად „ლამაზ გოგოს“ ნიშნავს, და გამოიყენება შესაბამისი პერსონაჟების მქონე ანიმეების დასამახასიათებლად. მაგალითად: Magic Knight Rayearth.
მაქო–შოუჯო (იაპ.魔法少女, Mahō Shōjo) — „ჯადოქარი გოგოები“. ანიმე მაგიური ძალის მქონე გოგოზე/გოგოებზე. მაგალითად: Sailor Moon, Mahou Shoujo Lyrical Nanoha.
მაქო–შოუნენ (იაპ.魔法少年, Mahō Shōnen) — „ჯადოქარი ბიჭები“. მაქო-შოუჯოსაგან განსხვავებით, აქმ ჟანრის ანიმეში მაგიურ ძალას ბიჭები ფლობენ. მაგალითად: Shaman King, YuYu Hakusho.
მექა (Mecha) — ანიმე გიგანტური რობოტების (ან რამე სხვა მექანიკური მოწყობილობების) შესახებ. მაგალითად: Mobile Suit Gundam, Evangelion.
სენტაი/სუპერ სენტაი (იაპ.戦隊, Sentai) — ანიმე რომელშიც მოყოლილია პერსონაჟების/სუპერგმირების მუდმივი ჯგუფის შესახებ, რომელიც იბრძვის რამის ან ვინმეს წინააღმდეგ. მაგალითად: Cyborg 009.
სპოკონი (იაპ.スポ根, Spokon) — ანიმე ახალგაზრდა სპორტსმენებზე და მათ სპორტულ კარიერაზე. მაგალითად: Hikaru no Go.
ჰარამხანა (Harem) — პერსონაჟების ურთიერთობს ფორმა, როცა მთავარ გმირს ახლავს საპირისპირო სქესის რამდენიმე სხვა პერსონაჟი. მაგალითად: Love hina, Ai Yori Aoshi.
რომანტიკული ჟანრები
ეჩჩი (იაპ.エッチ, ecchi) — ეროტიკის ელემენტების მქონე ანიმე. მაგალითად: He Is My Master.
იაოი (Yaoi) — ანიმე ჰომოსექსუალურ კავშირზე მამაკაცთა შორის. მაგალითად: Okane ga nai, Sensitive Pornograph.
იური (იაპ.百合, Yuri) — ანიმე ჰომოსექსუალურ კავშირზე ქალთა შორის. მაგალითად: Strawberry Panic!.
შიონენ–აი (იაპ.少年愛, Shōnen-ai) — ანიმე მამაკაცთა შორის სიყვარულზე. იაოისაგან განსხვავდება პორნოგრაფიული სცენების უქონობით. მაგალითად: Loveless.
შოუჯო–აი (იაპ.少女愛, Shōjo-ai) — ანიმე ქალთა შორის სიყვარულზე. იურისაგან განსხვავდება პორნოგრაფიული სცენების უქონობით. მაგალითად: Yami to Bōshi to Hon no Tabibito.
ჰენტაი (იაპ.変態 ან へんたい, Hentai) — იაპონურად „გარყვნილს“ ნიშნავს და პორნოგრაფიული ანიმეს აღსანიშნავად გამოიყენება. მაგალითად: Bible Black, Immoral Sisters.
ფორმატები
როგორც ნებისმიერი სხვა კინოპროდუქცია, ანიმე იქმნება მისი შემდგომი გავრცელების ფორმატის გათვალისწინებით და ის შეიძლება იყოს განკუთვინილი საჩვენებლად ტელევიზიით, კინოთეატრებში ან გაიყიდოს ვიდეოკასეტებზე და DVD-ზე. გავრცელების ფორმატი გავლენას ახდენს როგორც ნაწარმოებების ხანგრძლიობაზე, ასევე მათ ბიუდჟეტზე რაც ხშირად პირდაპირ მოქმედებს ანიმეს საბოლოო ხარისხზე. მაგალითად ერთნაირი ბიუდჟეტით გადაღებული 26 სერიან სერიალს სავარაუდოთ ბევრად უარესი ხარისხის ანიმაცია ექნება, ვიდრე სრულმეტრაჟიან ფილმს, თუმცა ხშირია გამონაკლისებიც.
საწყისი ფორმატის მიუხედავად, ადრე თუ გვიან ნებისმიერი ანიმე აუცილებლად გამოდის DVD-ზე. ამ დროსთვის სტუდია ჩვეულებრივ ასწორებს პირველი ტრანსლაციის დროს დაშვებულ შეცდომებს, ზოგ შემთხვევებში კადრის ფორმატი იცვლება 16:9ზე, ხშირად ნაწარმოებს ემატება დამატებითი სერიები, განსაკუთრებით თუ მისი ტრანსლაციიდან შედარებით მცირე დროა გასული.
ტელესერიალი
ტელესერიალი (TV) — ანიმე, რომელიც შედგება მოკლე 22-24 წუთიანი სერიებისაგან და განკუთვნილია ყოველკვირეული ტელეტრანსლაციისათვის. სერიის ხანგრძლიობა განპირობებულია იმით, რომ სარეკლამო ბლოკთან ერთად მან უნდა შეადგინოს სატელებიზიო ბლოკის სტანდარტული დრო — ნახევარი საათი. ხანდახან შეიძლება შეგვხდეს 12 წუთიანი სერიებიც (ბლოკის ნახევარი) და ძალიან იშვიათ შემთხვევებში 3-5 წუთიანი სერიები — უმრავლეს შემთხვევებში ისინი რომელიმე კომპანიის მიერაა შეკვეთილი რაიმე პროდუქციის სარეკლამოდ და შესაბამისად რეკლამისათვის განკუთვნილ დროს გადის.
ტელესერიალი იყოფა სეზონებად რომელთა ხანგრძლიობაა 26 სერია, რაც ტრანსლაციის ნახევარ წელს შეადგენს. რა თქმა უნდა, ხშირია უფრო მოკლე (13 სერია, სეზონის ნახევარი) და ბევრად უფრო გრძელი (300+ სერია) სერიალებიც, მაგრამ ისინიც ტრადიციულად 26 სერიან „სეზონებად“ იყოფა. სეზონები შეიძლება ტრანსლირებული იქნას როგორც მიყოლებით (მაგალითად სერიალი Mobile Suit Gundam SEED რომლის ხანგრძლიობა 52 სერიას, ანუ 2 სეზონს შეადგენს), ასევე გარკვეული შესვენებით (მაგალითად სერიალი Code Geassის პირველი სეზონი 2007 წლის ივლისში გამოვიდა, მეორე სეზონი კი 2007 წლის ზამთრისთვისაა დაგეგმილი).
OVA
ტელესერიალი (TV) — ანიმე, რომელიც შედგება მოკლე 22-24 წუთიანი სერიებისაგან და განკუთვნილია ყოველკვირეული ტელეტრანსლაციისათვის. სერიის ხანგრძლიობა განპირობებულია იმით, რომ სარეკლამო ბლოკთან ერთად მან უნდა შეადგინოს სატელებიზიო ბლოკის სტანდარტული დრო — ნახევარი საათი. ხანდახან შეიძლება შეგვხდეს 12 წუთიანი სერიებიც (ბლოკის ნახევარი) და ძალიან იშვიათ შემთხვევებში 3-5 წუთიანი სერიები — უმრავლეს შემთხვევებში ისინი რომელიმე კომპანიის მიერაა შეკვეთილი რაიმე პროდუქციის სარეკლამოდ და შესაბამისად რეკლამისათვის განკუთვნილ დროს გადის.
ტელესერიალი იყოფა სეზონებად რომელთა ხანგრძლიობაა 26 სერია, რაც ტრანსლაციის ნახევარ წელს შეადგენს. რა თქმა უნდა, ხშირია უფრო მოკლე (13 სერია, სეზონის ნახევარი) და ბევრად უფრო გრძელი (300+ სერია) სერიალებიც, მაგრამ ისინიც ტრადიციულად 26 სერიან „სეზონებად“ იყოფა. სეზონები შეიძლება ტრანსლირებული იქნას როგორც მიყოლებით (მაგალითად სერიალი Mobile Suit Gundam SEED რომლის ხანგრძლიობა 52 სერიას, ანუ 2 სეზონს შეადგენს), ასევე გარკვეული შესვენებით (მაგალითად სერიალი Code Geassის პირველი სეზონი 2007 წლის ივლისში გამოვიდა, მეორე სეზონი კი 2007 წლის ზამთრისთვისაა დაგეგმილი).Animation) — ანიმე რომელიც სპეციალურადაა შექმნილია ვიდეოკასეტებზე ან DVD-ზე გასავრცელებლად. ასეთი ანიმეს ხანგრძლიობა ერთიდან ექვს სერიამდე მერყეობს და თითო სერიის ხანგრძლიობა შეიძლბა იყოს 25 წუთიდან (უკანასკნელ დროს გამოშვებული ანიმე) ერთ საათამდე და მეტიც (80-ან წლებში გამოშვებული ანიმე).
OVA შეიძლება გამოშვებული იყოს სატელევიზიო სერიალზე მუშაობის დაწყების წინ, აუდიტორიის რეაქციის დასადგენად ან პოპულარული სერიალის დამთავრების შემდეგ — დამატებითი შემოსავლის მისაღებად ან ფანების მოთხოვნით. კარგი მაგალითია მანგა Ah, My Goddess!ის ეკრანიზაცია — 1991 წელს ის ჯერ 5 სერიანი OVA-ს ფორმატში გამოვიდა ეკრანებზე, 14 წლის შემდეგ კი, 2005 წელს შედგა სატელევიზიო სერიალის პირველი სეზონის პრემიერა. ეს სერიალი გამოირჩეოდა კიდე იმით, რომ მისი ხანგრძლიობა 24 სერიას შეადგენდა, დარჩენილი 2 კი გამოვიდა მხოლოდ DVD დისკებზე, რამაც ავტომატურად გადაიყვანა ისინი OVA-ს ფორმატში.
დამწყები სტუდიები ხშირად იწყებენ კარიერას OVA-ს გამოშვებით, რადგან მისი გადაღება საკუთარი სახსრებით შეუძლიათ და იმედი აქვთ მიიქციონ აუდიტორიის და პროდიუსერების ყურადღება. ასე, მაკოტო შინკაის კარიერა დაიწყო სახლის კომპიუტერზე დახატული 30 წუთიანი OVA-თი და ამ ამ დროისთვის ის უკვე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ანიმატორად ითვლება.
ფილმი
ფილმი — ანიმე, რომელიც კინოთეატრებში საჩვენებლადაა განკუთვნილი. როგორც წესი, ესაა სრულმეტრაჟიანი ანიმე, რომლიც ანიმაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ფილმი შეიძლება წარმოადგენდეს როგორც დასრულებულ ნაწარმოებს ასევე იყოს რაიმე სხვა სერიალის დამატება (spinoff). მაღალი ხარისხის ანიმაციის მიუხედავად, ფილმებს რომლებიც პოპულარული სერიალების დამატებებს წარმოადგენენ, ხშირად აქვთ ორიგინალურ სერიალზე ბევრად უარესი სიუჟეტი, რადგან უმრავლეს შემთხვევებში მათ სცენარს წერს გამომშვები სტუდიის სცენარისტი, და არა ორიგინალური ნაწარმოების (მანგის, წიგნის, რანობეს) ავტორი.
ONA
ONA (ინგლ. Original Network Animation) — ანიმე, რომელიც ინტერნეტში გასავრცელებლადაა შექმნილი. ამ დროისთვის, ესეთი ანიმეები საკმაოდ ცოტაა რაც განპირობებული არის იმით, რომ უკანასკნელ დრომდე მაღალი ხარისხის ვიდეოფაილების გავრცელება ინტერნეტის საშუალებით საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენდა.