Sunday, December 28, 2008

ზეთით ფერწერა


ზეთით ფერწერა, ფერწერის სახეობა, ზეთის საღებავებით ხატვა. ზეთის საღებავებით ხატავენ უმთავრესად ტილოზე, აგრეთვე მუყაოზე, ხეზე, ლითონზე, საგანგებოდ მომზადებულ შელესილ კედელზე (მონუმენტური ფერწერა). სხვა საღებავებთან შედარებით ზეთის საღებავები ქმნიან მოცულობისა და პერსპექტივის კარგ ილუზიას, ტონის სიღრმეს, ფერების სიმდიდრეს. მონასმები შეიძლება იყოს გაუმჭვირვალი, გამჭირვალე, რელიეფური და გლუვი. XIX საუკუნამდე ზეთით ფერწერა ლაქშერეული საღებავის რამდენიმე ფენად დადებისა და შემდეგ სურათის ზედაპირის გალაქების ტექნიკას ემყარებოდა. XIX საუკუნიდან ზეთის საღებავებით ხატავენ უმთავრესად ალა პრიმას ტექნიკით (სურათის ან მისი ფრაგმენტის დახატვა ერთ სეანსზე). XV საუკუნის I მესამედში ზეთით ფერწერა ფართოდ იყო გავრცელებული დაზგულ ფერწერაში. იან ვან ეიკმა დახვეწა ზეთით ფერწერის ტექნიკა, რამაც ხელი შეუწყო მის შემდგომ განვითარებას. XVI საუკუნიდან ეს ტექნიკა წამყვანია ფერწერაში.

No comments:

Post a Comment