
ლეონარდო და ვინჩი (იტალიურად leonardo da vinci) აღორძინების ხანის იტალიელი არქიტექტორი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი,მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი და მხატვარი, უნივერსალური გენიოსი იყო.
ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს და გარდაიცვალა 1519 წელს. მომავალი გენიოსის მამა, პიერო და ვინჩი მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი, იყო ყველაზე ცნობილი ადამიანი ფლორენციაში, ხოლო მისი დედა კატერინა, უბრალო გლეხი იყო. 1466 წელს, 14 წლის ასაკში, ლეონარდო და ვინჩიმ სწავლა დაიწყო ვეროკიოს სახელოსნოში. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდო უმეტესწილად თავისით სწავლობდა. ლეონარდო და ვინჩი რამდენიმე პროფესიას ფლობდა. იგი ერთდროულად მხატვარი, სკულპტორი, არქიტექტორი, მეცნიერი და ინჟინერი იყო. სიცოცხლის ბოლომდე ლეონარდო და ვინჩი დიდხანს მოგზაურობდა. 1513 წლიდან 1519 წლამდე ის მონაცვლეობით ცხოვრობდა რომში, პავიში, ბოლონიაში და საფრანგეთში სადაც იგი გარდაიცვალა. ლეონარდო და ვინჩი უნიკალური იყო: არც მის მოღვაწეობამდე, არც მისი მოღვაწეობის შემდეგ, ისტორიაში არ არსებობდა მსგავსი ადამიანი, ყველაფერში გენიალური. ამავე დროს ის ფლობდა დიდი ფიზიკურ ძალას მასზე ამბობდნენ ხელით თავისუფლად შეეძლო ცხენის ნალის გაღუნვაო.
No comments:
Post a Comment