სურათი
სურათი, ფერწერული ნაწარმოები. დამოუკიდებელი მხატვრული მნიშვნელობის, დამთავრებული ხასიათის მქონე ნახატი. სურათის შემადგენელი ნაქელებია: საფუძველი (ტილო, ხე ან ლითონის დაფა, მუყაო, ქაღალდი), გრუნტი და ფერადოვანი ფენა. სურათი დაზგური ხელოვნების ერთ-ერთი ტიპური სახეობაა.
ა სეკო
ა სეკო (იტალ. a secco - მშრალზე), კედლის მხატვრობის ერთგვარი ტექნიკა. ფრესკისგან განსხვავებით ა სეკოს ხერხით ფერწერა შემშრალ ბათქაშზე ხდება მცენარეულ წებოში ან კვერცხში (იშვიათად კირში) გაზავებული საღებავებით.
ენკაუსტიკა
ენკაუსტიკა (ბერძნ. enkaustuke - ამოვწვავ), ცვილოვანი საღებავით ხატვა ვიწრო მნიშვნელობით, გაცხელებული მასალით წერის წესით, შესრულებული ცვილოვანი ფერწერა. ამ ტექნიკით შესრულებულ ძეგლთაგან აღსანიშნავია VI-VII საუკუნეების ანჩისხატის მაცხოვრის გამოსახულება, რომელიც რესტავრირებულია გვიან საუკუნეებში; წილკნის ღვთისმშობლის ხატი (IX ს.)
ვალიორი
ვალიორი (ფრანგ. Valeur), ფერწერასა და გრაფიკაში ტონის სხვადასხვა ელფერი, ან შუქისა და ჩრდილის თანამიმდევრული გრადაცია ერთი რომელიმე ფერის ფარგლებში. ვალიორული გრადაციის სისტემატური გამოყენების შედეგად საგნები ჰაერსა და სინათლესთან კავშირში გამოიხატება, ფერთა ერთიერთდამოკიდებულება და გადასვლებიც უფრო იხვეწება და საერთო კოლორიტიც ღრმა და მდიდრული ხდება (დ. ველასკესის, ი. ვერმეერის, ჟ. ბ. შარდენის, კ. კოროს და სხვა ფერწერული ნაწარმოებები).
ნატურმორტი
ნატურმორტი (ფრანგ. nature morte - მკვდარი ბუნება), კომპოზიცია (მხატვრობასა და ფოტოგრაფიაში), რომელზეც უსულო საგნებია ასახული. ტერმინი გაჩნდა XVII საუკუნის დასასრულს. მანამდე გამოიყენებოდა ჯოვანი ვერზარის მიერ შემოტანილი ტერმინი cose naturali. 1650 წელს ჰოლანდიაში გაჩნდა ტერმინი stilleven, რომელიც გერმანულში გადავიდა სიტყვად stilleben, ინგლისურში კი - still-life -წყნარი ცხოვრება. ესპანეთში ნატურმორტის ნარანიშნავად იხმარება ტერმინი bodegones.
ფერწერა
ფერწერა, სახვითი ხელოვნების სახეობა, სადაც მხატვრის შემოქმედებითი დამოკიდებულება საზოგადოებრივი და ბუნებრივი მოვლენებისადმი საღებავების მეშვეობით რაიმე ზედაპირზე გადმოიცემა სახიერად.
ფერწერა იყოფა შემდეგ ქვესახეებად: მონუმენტური ფერწერა, კედლის ფერწერა, დეკორატიული ფერწერა, დაზგური ფერწერა და მინიატურული ფერწერა.
გამოსასახი საგნებისა და მოვლენების მიხედვით ფერწერა იყოფა ჟანრებად, რომელთაგან მთავარია: ისტორიული ფერწერა, ყოფითი ფერწერა, ბატალური ფერწერა, ანიმალისტური ფერწერა და პორტრეტი.
No comments:
Post a Comment