
იდილია (ბერძნ. eidyllion - პატარა სურათი, უპირატესად მწყემსების ცხოვრებიდან), ჟანრული ფორმა ლიტერატურასა და ფერწერაში.
ლიტერატურა
იდილიის მამამთავრად ითვლება ბერძენი მწერალი თეოკრიტე (ძვ. წ. III ს.). ანტიკური პოეზიის გავლენით იდილია ფართოდ გავრცელდა XVII- XVIII საუკუნეებში დასავლეთ ევროპაში.
ქართულ ლიტერატურაში იდილიური სურათია ა. წერეთლის სიმღერა მკის დროს, ი. ჭავჭავაძის კაკო ყაჩაღში მწყემსის ცხოვრების აღწერა, დ. გურამიშვილის ქაცვია მწყემსი და სხვ.
მხატვრობაში
მხატვრობაში იდილია არის ბუკოლიკური ცხოვრების ამსახველი ტილო. ხშირად გამოსახულია მწყემსი და მისი ცხოვრელები სოფლურ გარემოში. იდილიურ სურათებზე ხშირად სამი ძირითადი ელემენტი გვხვდება: ადამიანი, ცხოველი და ბუნება - რომლებიც ერთმანეთთან ჰარმონიულადაა შერწყმული იდილია მხატვრობაში განვითარდა XVIII საუკუნეში როკოკოს შემდეგ.
ფიგურალური მნიშვნელობა
ფიგურალური მნიშვნელობით იდილია არის ნაზი და გულუბრყვილო სიყვარული ორ ადამიანს შორის, რომლებიც ცხოვრობენ იდეალიზირებული გრძნობით გარემოცულნი. ეს არის ურთიერთგაგებასა და ურთიერთნდობაზე დამყარებული საოცნებო ურთიერთობა.
No comments:
Post a Comment