
ვინსენტ ვან გოგი (Vincent Willem van Gogh) ჰოლანდიელი ფერმწერი და გრაფიკოსი იყო.
1869-1876 წლებში სამხატვრო-სავაჭრო ფირმის კომისიონერად მუშაობდა ჰააგაში, ბრიუსელში, ლონდონსა და პარიზში, 1876 წელს მასწავლებლობდა ინგლისში. შეისწავლა თეოლოგია და 1878-1879 წლებში მოძღვრად იყო ბორინაჟში (ბელგია), სადაც გაეცნო მაღაროელთა მძიმე ცხოვრებას. მშრომელთა ინტერესების დაცვის ნიადაგზე კონფლიკტი მოუვიდა ეკლესიის მესვეურებთან. 27 წლისამ გადაწყვიტა ხატვა შეესწავლა. ესწრებოდა ლექციებს ბრიუსელსა და ანტვერპენის სამხატვრო აკადემიაში. 1881-1885 წლებში ვან გოგი გატაცებით ხატავდა ბორინაჟის მაღაროელებს, გლეხებს, ხელოსნებს, მეთევზეებს. 30 წლისამ მუშაობა დაიწყი ფერწერაში. უბრალო ადამიანებისადმი ღრმა თანაგრძნობით გამსჭვალულ, მუქ, პირქუშ ტონებში შესრულებულ სურათებსა და ეტიუდების სერიაში. ვან გოგი ანვითარებდა მეცხრამეტე საუკუნის კრიტ რეალიზმისა და განსაკუთრებით ჟ. ფ.მილეს შემოქმედებით ტრადიციებს.
1886 წელს ვან გოგი ცხოვრობდა პარიზში, სადაც თავისი ძმის თეო ვან გოგის დახმარებით გაეცნო ქალაქის სამხატვრო ცხოვრებას (თეო ვან გოგი, პარიზის ერთ-ერთი გალერეის დირექტორი, მთელი ცხოვრების მანძილზე მორალურად და მატერიალურად ეხმარებოდა მას.) პარიზში ვან გოგი კერძო სტუდიაში სრულყოფდა ხატვის ტექნიკას, ითვისებდა იმპრესიონისტების (კ. მონე, კ.პისარო, ა. სისლეი) პლენერულ ფერწერას და სწავლობდა იაპონურ გრავიურას. დაუახლოვდა ტულუზ-ლოტრეკსა და გოგენს. ამ დროიდან ვან გოგის პალიტრაზე მუქი ფერები კაშკაშა და მოციმციმე ცისფერმა, ოქროსფერმა და წითელმა ტონებმა შეცვალა. ფუნის მონასმი უფრო თამამი და დინამიკური გახდა.
1888 წელს ვან გოგი სამუშაოდ გაემგზავრა საფრანგეთის სამხრეთ პროვინციაში, არლსი, სადაცინტენსიურად და ნაყოფიერად მუშაობდა, ხატავდა ნატურიდან. არლის პერიოდის დასაწყისშივე, ჩამოყალიბდა მისი მხატვრული ენა-საკუთარი ემოციური განწყობილებით გადმოეცა ნატურა, მოვლენა თუ საგანი. მხატვარი მიმართავდა ფერების კონტრასტულშეხამებას ა პასტოზმურ მონასმებს. სამხრეთის მზით განათებულ მოციმციმე პეზაჟებში ჩანს ჰარმონიის, მშვენიერების და ბედნიერებისკენ სწრაფვა. იმავე დროს ვან გოგი ქმნის სიმარტოვითა და უმწეობით დატანჯულ დამიანთა ტრაგიკულ სახეებს.
80-იანი წლების ბოლოს მხატვარი ფსიქიკურად დაავადდა, რასაც მოჰყვა კონფლიკტი მასთან სტუმრად ჩამოსულ გოგენთან. ვან გოგი იწვა ჯერ არლის, შემდეგ კი სენ-რემისა და ოვერ-სიურ- უაზის(1890, სადაც მან თავი მოიკლა) საავადმყოფოში. ვან გოგის ბოლო 2 წლის ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია ფერთა შეხამების, რიტმის და ფაქტურის უკიდურესად გამძაფრებული ექსპერსია, განწყობილებათა მკვეთრი ცვალებადობა. სასო წარკვეთილებას და ვიზიონერულ იმპულსებს ენაცვლება ნატურის მშვიდი და მთრთოლვარე შეგრძნება. სიციცხლისა და ადამიანაების სიყვრულით გამსჭვალული ვან გოგის შემოქმედებაში ნათლად აისახა ევროპული კულტურის ისტორიის რთული და გარდამავალი პერიოდი. სულიერ ფასეულობათა მტკივნეულმა ძიებამ, რაც განსაცვიფრებელი სიწრფელით გამოვლინდა მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებაში, ტრაგიკულმა პათოსმა განსაზღვრა ვან გოგის ადგილი პოსტიმპრესიონიზმის ხელოვნებაში, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებელი თვითონ იყო.
No comments:
Post a Comment